loader

როდის დაადებს ვეტოს პრეზიდენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკურ სპექტრში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის დაადებს ვეტოს პრეზიდენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკურ სპექტრში

როდის დაადებს ვეტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონს - აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

თავად სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვეტოს დადებით ის არ მისცემს მმართველ პარტიას ე.წ. რუსული კანონის გაკეთილშობილების შესაძლებლობას.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ისეთი მოტივირებული შენიშვნები უნდა დაწეროს, რომ "ქართულ ოცნებას" უკან დასახევი გზა არ დაუტოვოს. თავის მხრივ, "ქართულ ოცნებაში" კი ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილის ვეტო იქნება კიდევ ერთი შანსი ოპონენტებისთვის, რომ ისინი კანონთან დაკავშირებით შინაარსობრივ მსჯელობაში შევიდნენ.