loader

"როგორც მისმა ექიმმა გვითხრა, ის კარგად არ არის და შესაძლოა, ფატალური შედეგიც დადგეს" - აქციის დროს ნაცემი აშშ-ის მოქალაქის მეგობრის თქმით, დღეს აშშ-ის საელჩოს მიმართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორც მისმა ექიმმა გვითხრა, ის კარგად არ არის და შესაძლოა, ფატალური შედეგიც დადგეს" - აქციის დროს ნაცემი აშშ-ის მოქალაქის მეგობრის თქმით, დღეს აშშ-ის საელჩოს მიმართავენ

"მთავარი არხის" ინფორმაციით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე აშშ-ის მოქალაქეს სცემეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"დაზიანებებიდან გამომდინარე, მას ბევრი დეტალი არ ახსოვს. აქციაზე ვიყავით, როცა ფორმაში ჩაცმული 4 ადამიანი დაესხა თავს და ცემა დაუწყეს. ტვინში ჰემატომა აქვს. ამიტომ, შაბათს უტარდება ოპერაცია. როგორც მისმა ექიმმა გვითხრა, ის კარგად არ არის და შესაძლოა ფატალური შედეგიც დადგეს, თუ ოპერაცია არ ჩაუტარდება. სწორედ ამ დაზიანებების გამო ვეღარ გაფრინდა შეერთებულ შტატებში", - ამბობს "მთავარ არხთან" დაზარალებულის მეგობარი.