loader

"ადამიანის დასჯის ყველაზე სასტიკი მეთოდი მისთვის ყველაზე ძვირფასის, შვილების გამწარებაა, რაც ჩვენს შემთხვევაში გააკეთეს ,,ადამიანებმა” - რას წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, რომელიც მამას დაბადების დღეს ულოცავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ადამიანის დასჯის ყველაზე სასტიკი მეთოდი მისთვის ყველაზე ძვირფასის, შვილების გამწარებაა, რაც ჩვენს შემთხვევაში გააკეთეს ,,ადამიანებმა” - რას წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, რომელიც მამას დაბადების დღეს ულოცავს

"დღეს მამა 52 წლის გახდა. 2 წელია ჩემს სამაგალითო მამას, სოსო გოგაშვილს, რომელიც პოლიტპატიმარია და ცრუ ბრალდებების გამო არის დაკავებული, შორიდან ვულოცავ ამ დღეს, მაგრამ ციხის ფანჯრის მეორე მხრიდანაც კი კარგად ჩანს მისი სიძლიერე, რის გამოც ის უსამართლოდ ისჯება. ადამიანის დასჯის ყველაზე სასტიკი მეთოდი მისთვის ყველაზე ძვირფასის, შვილების გამწარებაა, რაც ჩვენს შემთხვევაში გააკეთეს ,,ადამიანებმა”, ვისაც არანაირი ადამიანური თვისება არ გააჩნიათ, რაც გვხდის ჩვენ ღირსეულ ადამიანებად," - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი წერს.

"მა, არ ვიცი როგორ ახერხებ იყო ასეთი ძლიერი იმის შემდეგ, რა მდგომარეობაშიც შენ ჩვენ, შენი 3 შვილი ნახე სპეცოპერაციის დროს და ღმერთს სულ ვთხოვ ჯანმრთელი იყო, არასდროს დაკარგო სიმშვიდე, მოთმინება და რწმენა იმისა, რომ ღმერთი ყველაზე სამართლიანია და ყოველთვის ყველაფერი ხდება ყველაზე საჭირო დროს. მე ვამაყობ შენით, მადლიერი ვარ შენნაირი ღირსეული ადამიანის შვილი რომ ვარ, ვინც მასწავლა სიყვარული და ადამიანური ღირებულებები, რომელსაც არასდროს დავკარგავ. ცრემლები მახრჩობს და უსამართლობის განცდა, რომ შენ ახლა გისოსებს მიღმა ხარ, მაგრამ როგორც ერთმანეთს ვეუბნებითხოლმე ყოველთვის - ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება, რადგან ღმერთი ჩვენთან არის და მთავარი შინაგანი თავისუფლებაა, რომელიც ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს. სიკეთე, რომელსაც შენ მთელი ცხოვრება აკეთებ, ყველას არა, მაგრამ ბევრს ახსოვს, რომლებიც ყოველთვის მახსენებენ, რა მაგარი ადამიანის შვილი ვარ. გელოდებით, მალე ერთად უნდა ავღნიშნოთ ეს დღე, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ახლაც შენს გვერდითაა. მიყვარხარ მამა" - ქერს სოსო გოგაშვილის ქარლიშვი."

შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). სასამართლო, მას 5 წლით პატიმრობა შეუფარდა.