loader

“აქციაზე ჩემს მეგობარს მიაწოდეს წყალი, რომლის დალევის შემდეგ გახდა ცუდად, აუვარდა წნევა, ჰქონდა შფოთვა, ჰალუცინაცია“- გამაფრთხილებელი განცხადება აქციაზე წასვლის მსურველებისთვის: რა ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აქციაზე ჩემს მეგობარს მიაწოდეს წყალი, რომლის დალევის შემდეგ გახდა ცუდად, აუვარდა წნევა, ჰქონდა შფოთვა, ჰალუცინაცია“- გამაფრთხილებელი განცხადება აქციაზე წასვლის მსურველებისთვის: რა ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტში?

ფეისბუქზე, ვაკო ასათიანი ავრცელებს ინფორმაცის იმის შესახებ, რომ მისი მეგობარი მოიწამლა წყლით, რომელიც უცნობმა ადამიანმა აქციაზე ყოფნისას შესთავაზა:

“მეგობრებო, აქციაზე ჩემს მეგობარს მიაწოდეს წყალი, რომლის დალევის შემდეგ გახდა ცუდად, აუვარდა წნევა, ჰქონდა შფოთვა, ჰალუცინაცია და ა.შ. გამოიძახა სასწრაფო დახმარება და უთხრეს, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.

ცოტა ხნის წინ მომივიდა ინფორმაცია, რომ აფთიაქებიდან დიდი რაოდენობის ფსიქოტროპული ნივთიერებებია გატანილიო. ფრთხილად იყავით. გაავრცელეთ.“- წერს ვაკო ასათიანი.