loader

"დღეს ველაპარაკე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს" - რა თქვა რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სოლოვიევმა პირდაპირ ეთერში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ველაპარაკე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს" - რა თქვა რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სოლოვიევმა პირდაპირ ეთერში?

"საქართველოს მთავრობა აქციებში მონაწილე რუსების გაძევებას გეგმავს" - ამის შესახებ რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ „პირველ არხზე", გადაცემის, „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“ წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ამის შესახებ მას საუბარი საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან ჰქონდა.

"მე დღეს ველაპარაკე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს; მან თქვა, რომ [საქართველოში დროებით მცხოვრებ რუსებს] ჩვენ გამოვუშვებთ ქვეყნიდან...ისინი აქტიურად გამოდიან NGO-ების მხარეს, ამიტომ გავაძევებთ" - თქვა პუტინის პროპაგანდისტმა.

გადაცემის თემა ანტიდასავლური იყო, სადაც წამყვანი და მოწვეული სხვა პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ „ევროპა პოლიტიკური მოტივით მკვლელობების ეპოქაში შედის“.

წყარო: "პუბლიკა"