loader

ირმა სოხაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მისი გადაცემა შეაჩერეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირმა სოხაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მისი გადაცემა შეაჩერეს

"პოსტვ"-ზე ირმა სოხაძის გადაცემა დაიხურა. ამის შესახებ "პალიტრავიდეოს" წამყვანმა თავად დაუდასტურა, თუმცა აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს.

"საერთო მოსაზრებით გავაჩერეთ გადაცემა, ახლა არ არის ამ გადაცემის დრო და ადგილი. გავაჩერეთ, შეიძლება გაახლდეს სექტემბრიდან, ან საერთოდ დაიხუროს, არავინ არაფერი ვიცით. პოლიტიკური მოსაზრების გამო შენიშვნა არავისგან მიმიღია. ამ აზრზე ვარ და ვიქნები", - ამბობს ირმა სოხაძე.

ცნო­ბი­ლია, რომ მან რამ­დე­ნი­მე დღის წინ "რუ­სულ კა­ნონ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ შემ­დე­გი გა­ნა­ცხა­და:

"ჩვენ იქ ვცდე­ბით, რო­დე­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა და კუ­დი­ა­ნე­ბის დევ­ნას ვი­წყებთ, შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს გან­ვი­ხი­ლავთ. აქ არ არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი, აქ ყვე­ლა ერთ აზ­რზე ვართ, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი - ევ­რო­პის­კენ სვლა კონ­სტი­ტუ­ცი­ით, 78-ე მუხ­ლი­თაა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. ნუ დავ­ყოფთ, რომ თით­ქოს ახალ­გაზ­რდებს უნ­დათ ევ­რო­პა და ჩემს თა­ო­ბას კი - რუ­სე­თი. არა, ბა­ტო­ნო, მე უფრო არ მინ­და რუ­სე­თი, რად­გან უკვე ვი­ცხოვ­რე იმ ქვე­ყა­ნა­ში და ვიცი, რაც არის, და რო­გორ­ღა უნდა მინ­დო­დეს იმ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა? ვინ დაგ­ვაბ­რა­ლა ეს ჩემს თა­ო­ბას? ეს არ არის თა­ო­ბა­თა ომი და სა­ერ­თოდ, ეს არა­ვის ომი არ არის. შე­იძ­ლე­ბა გამჭვირ­ვა­ლო­ბა მარ­თლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ არ მინ­და ყვე­ლა ნი­უ­ან­სი ვი­ცო­დე ქვეყ­ნის შუ­ა­ზე გახ­ლე­ჩის ფა­სად. ხომ გახ­სოვთ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით ამ კა­ნო­ნის და­ი­ნი­ცი­რე­ბამ­დე? მარ­თლაც გვჯე­რო­და, რომ "ზღაპ­რის ბოლო კე­თი­ლია", და უცებ კვლავ შუ­ა­ზე რა­ტომ გა­ვიხ­ლი­ჩეთ? ღა­მე­ე­ბი არ მძი­ნავს, ვზი­ვარ, ეკ­რანს ვუ­ყუ­რებ და ვტი­რი. გა­ვი­გოთ, რომ ყვე­ლა ვართ ერთ აზ­რზე! რაც უფრო მალე გა­ვი­გებთ და ვა­ღი­ა­რებთ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვი­საც და ქვეყ­ნის­თვი­საც“ - აღ­ნიშ­ნა ირმა სო­ხა­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.