loader

post tv-ის წამყვანი ასახელებს მიზეზს, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს - “გადავწყვიტე, აქ მოვყვე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

post tv-ის წამყვანი ასახელებს მიზეზს, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს - “გადავწყვიტე, აქ მოვყვე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება"

post tv-ის თანამშრომელი და "პოსტ ალიონის" წამყვანი ანა ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა კომენტარი "არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილებოდა ერთი წლის შემდეგ", რის შემდეგაც post tv-ის ხელმძღვანელობამ აუხსნა, რომ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა.

“გადავწყვიტე, აქ მოვყვე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება და თან, მხოლოდ მე არ მეხება. ჩემო მეგობრებო, აღარ ვარ ტელევიზია post tv-ის თანამშრომელი. მიმყავდა დილის გასართობი გადაცემა „პოსტ ალიონი”. ორი კვირის წინ, აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ დავწერე კომენტარი, რომელიც იყო მიმართული არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილება, ერთი წლის შემდეგ. ზუსტად ვიცოდი, რომ მალევე დამიბარებდნენ, ერთხელ მქონდა პრეცედენტი (მერია და კალაძე მოვნიშნე და ამაღებინეს). მოკლედ, დაველოდე და ისე მალე მომიხმეს, გამეცინა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა. უბრალოდ, ჰუმანური პოზიციაც კი მიუღებელია. დავიშალეთ მე – ჩემს გზაზე, ისინი – თავისაზე.

გუშინ ვიგებ, რომ სხვებსაც გაუწყვიტეს თანამშრომლობა. გაოცებული ვარ, ამ დემოკრატიულ, სინათლით სავსე ქვეყანაში რანაირად მოხდა ასე, მაგრამ რას ვიზამთ?! ახლა გამოხტებიან ზოგ-ზოგიერთები, ჩემს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე დიდად გული რომ შესტკივათ და მკითხავენ, მანდ საერთოდ რატომ მუშაობდიო?! არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ამიტომ თავი შეიკავეთ გთხოვთ.

Post tv-ს ძალიან დიდი მადლობა გამოცდილებისთვის და იმ ერთი წლისთვის, რომელმაც საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები მაპოვნინა. დაუნახავი არ ვარ, უბრალოდ, ყველაფერს ვხედავ. მედალს კი ერთი მხარე არასოდეს აქვს.

ხო, კიდევ გადავწყვიტე, რაც აქამდე გამიტარებია და თვალი დამიხუჭავს ჩემი უაზროდ ფეთქებადი, მაგრამ მაინც რბილი ხასიათის გამო, აღარ გავატარო… ნაბიჯი ვერ გადამიდგამს თავისუფლად, ვიღაცას რო არ მიმაკერონ. #არანაცებს#არაოცნებას#არაძალადობას#არაუსამართლობას#არაპარტიულად ანგაჟირებულხალხს #არაკერპთაყვანისმცემლებს#ძალითრაღაცეებისშემოტენვას#არაბინძურპოლიტიკას დიდება ჩემს ქვეყანას და მის გმირებს.!..“