loader

1-2 ივნისს, „წისქვილი ჯგუფის“ ორგანიზებით, მეიდანზე „ქართული კუთხეების ფესტივალი 2024“ გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1-2 ივნისს, „წისქვილი ჯგუფის“ ორგანიზებით, მეიდანზე „ქართული კუთხეების ფესტივალი 2024“ გაიმართება

„წისქვილი ჯგუფი“ საქართველოში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სარესტორნო ქსელია, რომელიც გამოირჩევა მუდმივი განვითარებით და სიახლეების დანერგვით, არა მარტო გასტრონომიული, არამედ კულტურული და სახელოვნებო კუთხითაც.

2023 წელს “წისქვილი ჯგუფმა“ საფუძველი ჩაუყარა ,,ქართული კუთხეების ფესტივალს“, რომლის მთავარი იდეა ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ღვინის და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.

წელს ფესტივალმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და „მეიდან ჯგუფთან“ პარტნიორობით, 1-2 ივნისს, სიონის ქუჩაზე, ყველაზე ტურისტულ ზონაში გაიმართება.

ვმასპინძლობთ იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, სამცხე-ჯავახეთს, გურიასა და რაჭას. ისინი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული წარმოდგენებით, ასევე გასტრონომიით წარმოაჩენენ მდიდარ ქართულ და ავთენტურ მემკვიდრეობას.

სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეკვების ფონზე, დააგემოვნონ ავთენტური ქართული კერძები, ქართული ღვინო და ნაწარმი.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ წამყვანი ღვინის კომპანიები და ასევე მცირე მარნები.

გაიმართება დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. ასევე ღონისძიებას უერთდება ღვინის მუზეუმი, ფესტივალის სტუმრებისთვის ორი დღის განმავლობაში უფასო იქნება მუზეუმში ვიზიტი.

ასევე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, ისიამოვნონ საინტერესო ქართული ხელნაკეთი ნივთების დათვალიერებით, რომელთა შეძენასაც, რა თქმა უნდა, ადგილზე შეძლებენ.

„ქართული კუთხეების ფესტივალის“ პარტნიორია „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“, რომლის ეგიდითაც 10 მეწარმე ქალი ერთვება ფესტივალში.

სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა ფერადი და მხიარული საბავშვო ზონა, სადაც შეძლებენ თავი შეიქციონ მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებით.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ დაუვიწყარი ემოციებით სავსე დღეებს გპირდებათ.

დასწრება თავისუფალია! მის: სიონის ქუჩა #1

დეტალური ინფორმაციისთვის: 032 200 55 55 ან ეწვიეთ ვებგვერდს https://tsiskvili.ge/ უდიდესი მადლობა წინასწარ!