loader

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - "ჩვენი გამარჯვების შემდეგ საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - "ჩვენი გამარჯვების შემდეგ საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება"

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას "ვარდების რევოლუციის" ხსენებით იწყებენ.

საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ "ვარდების რევოლუციამ" გამოაჩინა, ხოლო დღევანდელი მოვლენები და ჩვენი ახალგაზრდობა (რომელიც სწორედ ამ “ვარდების რევოლუციის”თაობაა) საქართველოს მსოფლიოს დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ლიდერად აქცევს.

ჩვენი გამარჯვების შემდეგ საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება გლობალური მასშტაბით, ვიდრე როდისმე ჩვენს ისტორიაში და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენზე ბევრად დიდი და მდიდარი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა" - წერს სააკაშვილი.