loader

"დავრჩი სამსახურის გარეშე, 2 მცირეწლოვანი შვილით და ბანკის უზარმაზარი ვალით, მაგრამ მე ეს არ მაშინებს..." - რას წერს ლექტორი გოჩა სურგულაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავრჩი სამსახურის გარეშე, 2 მცირეწლოვანი შვილით და ბანკის უზარმაზარი ვალით, მაგრამ მე ეს არ მაშინებს..." - რას წერს ლექტორი გოჩა სურგულაძე?

ლექტორმა გოჩა სურგულაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) დატოვა. სამსახურიდან წასვლის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"უნივერსიტეტი არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური და შემოსავლის წყარო!

გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ 15 მაისს, უნივერსიტეტიდან წამოსვლის განცხადება როცა დავწერე, აღელვების გამო ცრემლები ვერ შევიკავე, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა.

მე მიყვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (B S U). უნივერსიტეტის რექტორიდან დაწყებული, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დეკანების, პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციული დამხმარე პერსონალის, დაცვის თანამშრომლებისა და დამლაგებლების ჩათვლით. ყველანი ერთად ვემსახურებოდით სტუდენტებს.

მესმის, რომ არიან მცირე გამონაკლისები, რომლებმაც ჩემი საქციელი არ გაამართლეს და ზიზღით და სიძულვილით მომიხსენიებენ (მათ შორის, სოცქსელებში), მაგრამ მათ მიმართ საჯაროდ მხოლოდ სიყვარულის გამოხატვა მსურს.

ძალიან ბევრმა დამირეკა და გულწრფელი წუხილი გამოხატა ჩემი გადაწყვეტილების გამო - დიდი მადლობა ამისთვის.

დავრჩი სამსახურის გარეშე, 2 მცირეწლოვანი შვილით და ბანკის უზარმაზარი ვალით, მაგრამ მე ეს არ მაშინებს..... მე ის მაშინებს, ჩვენი ქვეყანა დასავლეთის, ევროკავშირისა და ზოგადად, ცივილური სამყაროს მიღმა არ აღმოჩნდეს.

მწამს უფლის, მხარს მიჭერს ოჯახი და მჯერა ახალგაზრდობის... ეს არის ჩემთვის მთავარი..." - წერს გოჩა სურგულაძე.