loader

პროკურატურა ანა სუბელიანის მამის შესახებ განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა ანა სუბელიანის მამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ აქტივისტ ანა სუბელიანის მამის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს პროკურატურამ, თ.ს.-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, ქ. თბილისში, შალვა ნუცუბიძის მე-2 მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკებისას, თ.შ.-მ პირადი განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თავის მეზობელს, თ.ს.-ს, სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

თ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ​ უკვე მიმართა" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.