loader

რა ჩანს ვიდეოკადრებში, რომლებსაც შსს აქვეყნებს - უწყებამ ორი პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ჩანს ვიდეოკადრებში, რომლებსაც შსს აქვეყნებს - უწყებამ ორი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, ჯგუფურად ნივთის დაზიანების ბრალდებით, 19 და 23 წლის ახალგაზრდები დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებმა ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 2005 წელს დაბადებული ო.ო. და წარსულში ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს.