loader

დავით ქაცარავა კლინიკიდან განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით ქაცარავა კლინიკიდან განცხადებას ავრცელებს

"საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ!" - ამის შესახებ სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს და ბრძოლის გარძელებას აანონსებს.

"ჩვენი ბრძოლა განწირულია გამარჯვებისთვის, ვინაიდან ჩვენ, ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად ვიბრძვით!" - აღნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი.

ჩემო მეგობრებო! ვიცი, რომ უამრავი მესიჯია ჩემს ინბოქსში, სატელეფონო მესიჯებში, რომლებსაც ჩემს მოპარულ ტელეფონში პარალელურად კითხულობენ "შესაბამის სტრუქტურებში", სადაც თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა გამოხატული. ბოდიშს გიხდით, რომ ვერ გპასუხობთ, მაგრამ როგორც კი გამოვჯანმრთელდები, ყველა მესიჯს სათითაოდ წავიკითხავ და ყველას უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ჩემი გამხნევებისთვის და მხარდაჭერისთვის! დღეს თუ ჯანმრთელობით ცუდად ვარ, სამაგიეროდ თქვენი მხარდაჭერით ვარ მხნედ და მტკიცედ! ბრძოლა გრძელდება და ერთი სული მაქვს, კვლავ დავდგე თქვენს რიგებში, რათა ვიბრძოლო თქვენს მხარდამხარ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენი ბრძოლა განწირულია გამარჯვებისთვის, ვინაიდან ჩვენ, ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად ვიბრძვით! რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება! საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ძალა ერთობაშია! მე თქვენ მიყვარხართ!"- დაწერა მან.