loader

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა. შპს „ლიმონის“ ერთ-ერთ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცველებს მათთვის არ განუმარტავთ, რის საფუძველზე დაიწყეს ჩხრეკა.

„გაკვირვებულები ვართ, უცებ შემოცვივდნენ და რა ხდება, პასუხსაც არ გვცემენ. ვიდეოსაწარმოა და ვიღებთ ვიდეოკლიპებს კომპანიებისთვის.

ვიდეოსაწარმოში, რომელიც კლიპებს იღებს, რა შეიძლება იყოს ქვეყნისთვის საზიანო? დაფინანსებული ვართ USAID-ის მიერ და აქციებზეც ვარ ნამყოფი“, - განაცხადა შპს „ლიმონის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

სამართალდამცველების განცხადებით, ჩხრეკის პროცედურას კომპანიის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ჩხრეკა. ქალაქის მთავარი სამმართველოდან ვართ“, - განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა „ტვ პირველთან“.