loader

ვრცელდება სლოვაკეთის პრემიერის დაჭრის პირველი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება სლოვაკეთის პრემიერის დაჭრის პირველი კადრები

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური და საერთაშორისო მედიასაშუალებები ავრცელებენ.

Euronews-ის ცნობით, ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ფიცო ქუჩაში ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც რამდენიმე გასროლა გაისმა და იგი მიწაზე დავარდა. სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხი გასროლიდან ერთი პრემიერ-მინისტრს მოხვდა.

წინასწარი ცნობებით, ამჟამად ფიცო საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ეჭვმიტანილი დაკავებულია.