loader

"ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი" - რომან გოცირიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი" - რომან გოცირიძე

ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი“ - „ევროოპტიმისტების“ ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ლონდონის ბირჟაზე ქართული ბანკენის აქციების ვარდნას ეხმიანება.

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სამი კომპანიით არის წარმოდგენილი. ესენია: ,,თიბისი ბანკი“, ,,საქართველოს ბანკი“ და ,,საქართველოს კაპიტალი“. პირველი მაისიდან დღემდე, ორი კვირის განმავლობაში, ამ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, შემცირდა 25 პროცენტით.

“საქართველოს ბანკის” საბაზრო კაპიტალიზაცია 1-ელი მაისის მდგომარეობით, იყო 2.850 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის კი 2.138 მილიარდია. კლებამ 712 მილიონი სტერლინგი შეადგინა.

"თიბისი ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია 1-ელი მაისის მდგომარეობით იყო 2.179 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის 1.634 მილიარდია. კლებამ 545 მილიონი სტერლინგი შეადგინა.

საქართველოს კაპიტალის საბაზრო კაპიტალიზაცია 1-ელი მაისის მდგომარეობით იყო 614.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის 460.8 მილიონია. კლებამ 153.6 მილიონი სტერლინგი შეადგინა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამივე კომპანიამ დაკარგა 1.4 გირვანქა სტერლინგი (4.7 მილიარდი ლარი).

ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი“ - წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს ბანკის" (BGEO) ერთი აქციის ღირებულება 41.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. TBC PLC-ის-ის 25.25 გირვანქა სტტერლინგს და "საქართველოს კაპიტალის” (CGEO) 9.91 გირვანქა სტერლინგს.