loader

რას პასუხობს ბექა ყორშია მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას პასუხობს ბექა ყორშია მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას?

გუ­შინ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ის დროს, პარ­ტია "გირ­ჩის“ "ფე­ის­ბუქჯ­გუფ­ში" მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ვი­დეო, რო­მელ­შიც დე­პუ­ტა­ტი სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას სცე­ნა­ზე ას­ვლი­სა და სი­ტყვით გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ და ბექა ყორ­ში­ამ არ მის­ცეს.

"მო­ვე­დი და ვთხო­ვე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, სი­ტყვით გა­მოს­ვლა მინ­და-მეთ­ქი. ბევრ დროს არ წა­გარ­თმევთ, ხალ­ხს მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ასე­ვე, მო­ვუ­წო­დო-მეთ­ქი... რა­ზეც მი­თხრეს, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, უფრო სწო­რად, ბექა ყორ­ში­ამ მი­თხრა ეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყ­ვნენ. - პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­დი­ოდ­ნე­ნო.

ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო, უამრავი მწერთ და მამხნევებთ იმის გამო, რაც ხდება. მადლობა ამისთვის აქ და ახლა, ამ ბრძოლაში, არ ვაპირებ საჯაროდ ვინმეს დავუპირისპირდე, თუნდაც სიგიჟეს მაბრალებდნენ. ერთად დგომის დროა და არა გახლეჩის და დანაწევრების.

ჩვენი ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდას აწყობს და ეს უნდა გავიაზროთ. მიუხედავად იმისა, რომ კომპრომისებზე წასვლა ჩემს ხასიათში არ არის, ახლა ვგრძნობ, რომ საკუთარ ეგოებს უნდა გადავაბიჯოთ ყველამ. გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - წერს ბექა ყორშია.