loader

"ნუთუ ერთიც არავინაა თქვენ შორის, ვინც იტყვის - არ ვმონაწილეობ, ხალხისკენ ვარ, ამ ფასად არაფერი მინდა!" - ნათია ფანჯიკიძე დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუთუ ერთიც არავინაა თქვენ შორის, ვინც იტყვის - არ ვმონაწილეობ, ხალხისკენ ვარ, ამ ფასად არაფერი მინდა!" - ნათია ფანჯიკიძე დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხმაურება

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხმაურება.

"დავითა ქაცარავას ცემის კადრებს რომ უყურა იმ 84-მა და მათმა ოჯახის წევრებმა, შვილებმა, რომელთა მეგობრებიც ასევე შეიძლება მსხვერპლი გახდნენ, გიენების ხროვა რომ შეესია ერთ უიარაღო კაცს და თავის არეში ურტყა, რაც ყოველთვის შეიცავს სიკვდილის საფრთხესაც, მინდა ვკითხო, როგორ ხართ? არავითარი არაფერი?

ყველაზე მეტად მორალისტობას ვერ ვიტან, ვერც მაქსიმუმის მოთხოვნას ადამიანებისგან და ყოველთვის ვცდილობდი, სიყვარული შემენარჩუნებინა და მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდი "ნაცების" დროსაც, რომ საყვედური არ გამევლო გულში იმ კარგი ადამიანების მიმართ, რომლებიც "ვერ ხედავდნენ", როგორ გვექცეოდნენ ხალხს...

მე ხომ არ ვაკეთებო, იუსტიციის სახლი ხომ კარგიაო, ასე იცავდნენ თავს საკუთარი სინდისისგან და მეც მინდოდა თვალი დამეხუჭა და მეფიქრა, ყველაფერი "უფროსობის ბრალია", თორემ ეს კარგი ხალხი გულში განიცდიდა-მეთქი.

ახლაც ასე მინდა გადავარჩინო ჩემს გულში იმედი, რომ ჩუმად მაინც იტანჯებით ისინი, ვინც ოცნებაში ხართ და ადამიანურ ხალხად გიცნობთ.

და მაინც მეფიქრება ეს ფიქრი, ნუთუ არცერთს არ გიმტყუნებთ ნერვები? ერთიც არავინაა თქვენ შორის, ვინც იტყვის - არ ვმონაწილეობ, ხალხისკენ ვარ, ამ ფასად არაფერი მინდა! ამდენ ათას ადამიანში არავინ გიყვართ, არავისთან მეგობრობთ? რანაირად?

ისევ იმ ფიქრს ეფარებით, რომ "ნაცებს ებრძვით"? "ნაცებიც" ყველას "ჟოპოზიციას" გვეძახდნენ, გაგახსენებთ და ამგვარად ახერხებდნენ ათასობით ადამიანის დეჰუმანიზაციას" - წერს ფანჯიკიძე.