loader

“თუ ფიქრობ, ასე შეინარჩუნებთ კანდიდატის სტატუსს, ცდები” - როგორ ეხმაურება დავით ქაცარავას ცემის ფაქტს ევროპარლამენტარი, რომელიც ირაკლი კობახიძეს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თუ ფიქრობ, ასე შეინარჩუნებთ კანდიდატის სტატუსს, ცდები” - როგორ ეხმაურება დავით ქაცარავას ცემის ფაქტს ევროპარლამენტარი, რომელიც ირაკლი კობახიძეს მიმართავს

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას სასტიკად ცემის ფაქტს X-ზე განცხადებით ეხმაურება.

ის მიმართავს ირაკლი კობახიძეს და ამბობს, რომ "ცდება, თუ ფიქრობს, რომ ასე კანდიდატის სტატუსს შეინარჩუნებენ".

"ეს კაცი [დავით ქაცარავა] ყბის მოტეხილობით წევს საავადმყოფოში, ოპერაციას უტარებენ. დავით ქაცარავა ნებაყოფლობით იბრძოდა უკრაინისთვის 2022 წელს. რუსეთის შესაძლებლობები იქ ვერ მისწვდა, მაგრამ საქართველოში მისწვდა. ირაკლი კობახიძე - თუ ფიქრობ, რომ ასე შეინარჩუნებთ კანდიდატის სტატუსს, ცდები", - წერს მარკეტა გრეგოროვა.