loader

რა ხდება ამ წუთებში გმირთა მოედანზე? - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში გმირთა მოედანზე? - კადრები ადგილიდან

აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც პარლამენტთან მიმდებარე აქციიდან გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს.

ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად პარალიზებულია.

კერძოდ, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია გმირთა მოედანზე მდებარე ყველა ესტაკადაზე, ასევე, მოძრაობა პარალიზებულია ვარაზისხევისკენ ასასვლელ გზაზე და კოსტავას ქუჩისკენ მიმავალ გვირაბში.

პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეკრებილებს განუცხადეს, რომ გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

“უცხოური გავლენის გამჭირვალობის მოწინააღმდეგეების” ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინაც რჩება.

ვიდეო: "ფორმულა"