"ძალიან ნაცემია, თავში აქვს ნარტყამიო..." - ვრცელდება ნაცემი დავით ქაცარავას ფოტო: რას წერს მისი მეუღლე?
ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას მეუღლის, სოფია ხაჭაპურიძის ინფორმაციით, დავით ქაცარავა დაკავებული და ნაცემია.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში მიჰყავთ.
„ინგოროყვაში მიჰყავთ, დალეწილი ვარო! დაარეკვინეს ჩემთან! ძალიან ნაცემია, თავში აქვს ნარტყამიო..“ - წერს სოფია ხაჭაპურიძე.