მამუკა ხაზარაძის საგანგებო ბრიფინგი - "ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა უნდა შეიქმნას"
ერთობლივი ძალებით ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა უნდა შეიქმნას, რა პროცესშიცუმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია - „ლელო" მზადაა დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან, რომელიც მზად არის ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა! - აღნიშნული განცხადება პარტია “ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, „ლელო“ აცხადებს მორატორიუმს და ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთ-თავდაუსხმელობისკენ მოუწოდებს.