loader

"ჩემდა სამწუხაროდ, მე ვიცნობ ბატონ ხარებას, ამიტომ, მას პირადად მივმართავ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემდა სამწუხაროდ, მე ვიცნობ ბატონ ხარებას, ამიტომ, მას პირადად მივმართავ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორზე?

"ჩემდა სამწუხაროდ, მე ვიცნობ ბატონ ხარებას. ესენი რომ ნაცების დამთავრებაზე გვესაუბრებიან, ბატონი ხარება სოდის სპეცრაზმის უფროსი გახლდათ. ამიტომ, მას პირადად მივმართავ", - ამის შესახებ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს, მიმართავს.

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ მას სამართალდაცველებმა ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხეს.

"ჩემდა სამწუხაროდ, მე ვიცნობ ბატონ ხარებას. ესენი რომ ნაცების დამთავრებაზე გვესაუბრებიან, ბატონი ხარება სოდის სპეცრაზმის უფროსი გახლდათ. ამიტომ, მას პირადად მივმართავ. სპეცრაზმელები რომ შენი შვილის ასაკის გოგოებს ნიღბებიდან შე ბოზოს ეძახიან, თმით ათრევენ, დედებს გვაგინებენ, სახეში დამიზნებით სპრეის ასხამენ ბავშვებს, შენი ბრძანებაა, შე არასწორო კაცო. რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ვიფიცებ დედის სულს, ყველა ამ ბავშვის ჯიბრს ვიყრი შენზე. ქვეყნიდან გაქცევა რომ არ შველის, შენ ყველაზე კარგად იცი! მეგობრებო, მას შემდეგ, რაც არც მაგინეს, არც აგენტი მეძახეს, მომილოცეთ, რომ თავსპრო*ად აღარ ვთვლი, რადგან სპრეი შემასხეს" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი