საგანგებო ბრიფინგი - "ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში"
დღეს, მაშინ როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია, „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, ბოიკოტი არის ის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომლითაც რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ.