loader

"ვაიმე, რატი დაიჭირეს" - რა ხდება აქციაზე მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი საბოლოოდ მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაიმე, რატი დაიჭირეს" - რა ხდება აქციაზე მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი საბოლოოდ მიიღო

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროტესტის დროს კიდევ ორი პირი დააკავეს.

ისინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებს აკეთებდნენ.

აღნიშნულ ფაქტს საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა.

პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინა შესასვლელთან გადავიდნენ, სადაც რკინის ჯებირებია დამონტაჟებული. ისინი პროტესტის ნიშნად ჯებირებზე აბრახუნებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციელთა რაოდენობა გაზარდა.