loader

"არ­სე­ბობს ზნე­ობ­რი­ვად წი­თე­ლი ხა­ზე­ბი..." - რას ამბობს ივლიანე ხაინდრავა, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტის გამო თანამდებობა დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ­სე­ბობს ზნე­ობ­რი­ვად წი­თე­ლი ხა­ზე­ბი..." - რას ამბობს ივლიანე ხაინდრავა, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტის გამო თანამდებობა დატოვა

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­დრა­ვამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. შეგახსენებთ, რომ ის რეჟისრო, გოგა ხაინდრავას ძმაა.

ambebi.ge-სთან ინტერვიუში, ის ამბობს, რომ არ ეთან­ხმე­ბა კურსს, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ად­გა და ასეთ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან. რო­გორც ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­დრა­ვა ამ­ბობს, არც ერთი კა­ნო­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბად არ ღირს.

"ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს იყო ზნე­ობ­რი­ვი. მე არ ამირ­ჩე­ვია რო­მე­ლი­მე მხა­რე პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, მე­ტიც, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ზნე­ობ­რი­ვად წი­თე­ლი ხა­ზე­ბი და ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე უფრო მი­უ­ღე­ბე­ლია ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოწ­ვე­უ­ლი და და­თე­სი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ჩემს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის. ამი­ტომ ვი­მე­ო­რებ, ეს არის ძი­რი­თა­დად და უპირ­ვე­ლე­სად ზნე­ობ­რი­ვი ნა­ბი­ჯი. პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვდგა­ვარ, რაღა და­გი­მა­ლოთ."

ინტერვიუს სრულად სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/309840-arsebobs-zneobrivad-citeli-xazebi-es-nabiji-che/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR0csDKBDRCyPQA-oQQrzHtrYq3gS_Dm1DL9pu9K52IefRg9gMBRtgjg3Sw_aem_AYdtIBnkxvFCCKSPLxeRmpY_2Mf_yaSmxkmNw2jHk1T_Elizn-7tUJ9_wZrfiBa6grQ36UdMHSEY81AOjnj4ZYuX