loader

რომან გოცირიძე კახა კალაძეს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომან გოცირიძე კახა კალაძეს მიმართავს

ვინაა შენი რომანა, შე ქაჯო? - ასე მიმართავს „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე თბილისის მერს, კახა კალაძეს.

როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, კახა კალაძეს ინდივიდუალურობაც კი დააკარგვინეს.

„ამ კაცს ინდივიდუალურობაც კი დააკარგვინეს. რაც ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე დაიწყეს საუბარი, ფერადი ტანსაცმლის ჩაცმაც კი აუკრძალეს. რაიკომის მდივნებს რომ ეცვათ, იმნაირი ორბორტიანი კოსტიუმებით დაიარება პანაშვიდებზე, იმ ბრძენი კაცის ჩაცმის სტილს რომ დაემსგავსოს.

ათეულ ათასობით დოლარის ღირებულების “ფირმა” ტანსაცმელი დაუობდა საწყალს. არა და დახედეთ ამ ფოტოებს, როგორ "სტილნად" ეცვა, რა ევროპულად, რა საყვარლად "ჩანჩურულად", რა ფერადად.

მორჩა ზეიმი. ჰო, "ჰუდებიც" და ფერადი ქუდებიც არაო!“ - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში, რომელიც კახა კალაძის რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაუგებარია აქციის მონაწილეები ვის უთენებდნენ ღამეს.

„სამადაშვილს, გვარამიას, მელიას თუ რომანა გოცირიძეს?! - როგორ შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას უნდოდეს რუსული მომავალი, ეს არის დიდი აბსურდი!“ - განაცხადა კალაძემ.