loader

ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის", რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძეა, პარლამენტს მოუწოდებს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის", რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძეა, პარლამენტს მოუწოდებს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა

ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" პარლამენტს მოუწოდებს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არ მიიღოს.

"ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" რჩება საკუთარ პოზიციაზე და კვლავაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს.

გასული წლის მსგავსად, აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაციის ზრდა გამოიწვია, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

სიტუაცია მკვეთრად დაძაბულია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას.

ბიზნესასოციაცია, რომელიც 100-მდე წევრს აერთიანებს 65-ზე მეტი კომპანიიდან, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა და ყველა მხარემ კონსილიდირებული და მშვიდობიანი გამოსავალი ერთობლივად მოვძებნოთ" - ნათქვამია "ქალები მომავლისთვის" განცხადებაში.

ცნობისთვის, "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო კობახიძეა.