რა ხდება ამ წუთებში ბათუმში, სადაც სტუდენტები გაიფიცნენ?
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები გაიფიცნენ.
სტუდენტები ამ წუთებში აქცია-მსვლელობას მართავენ.
მათი თქმით, ე.წ. რუსული კანონის მიღებით ევროპაში საქართველო ვერ შევა.
ცნობისთვის, თბილისში რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებიც გაიფიცნენ.
ვიდეო: მათე ცენტერაძე