loader

კადრები იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა დაახლოებით 1 წუთს გაგრძელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა დაახლოებით 1 წუთს გაგრძელდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა ჰქონდათ.

კომიტეტის სხდომის დამსწრე დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ ჰქონდათ და მათ პროექტს მხარი დაუჭირეს. აქედან გამომდინარე, სხდომა დაწყებიდან დაახლოებით წუთ-ნახევარში დასრულდა.

ცნობისთვის, კომიტეტის სხდომა პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე გაიმართა. უმრავლესობის წევრები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეიყვანეს. "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევდათ, რომლებიც მათ "მონებს" და "რუსებს" ეძახდნენ.