loader

როგორ გაამაგრეს რკინის ჯებირებით პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები სამართალდამცავებმა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გაამაგრეს რკინის ჯებირებით პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები სამართალდამცავებმა - კადრები ადგილიდან

საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც რამდენიმე წუთში საპროტესტო აქცია უნდა დაიწყოს, პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები სამართალდამცავებმა რკინის ჯებირებით ჩაკეტეს.

კერძოდ, რკინის ჯებირები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე განთავსებულ ჭიშკრებზე დაამაგრეს.

ამასთან, პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები.

ინფორმაციისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან 13 მაისს, დილის 9 საათზე,

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს.

ვიდეო: ტვ პირველი