loader

რა ხდება ცნობილი ბიჭზე, რომელმაც ვახ­ტანგ გორ­გას­ალს ხელში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა დააჭერინა- “გუ­შინ არ დავ­წე­რე გუ­რა­მის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე- მამა აფხა­ზე­თის ომში და­ი­ღუ­პა, აფეთ­ქე­ბულ ვერ­ტმფრენ­ში იჯდა...“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ცნობილი ბიჭზე, რომელმაც ვახ­ტანგ გორ­გას­ალს ხელში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა დააჭერინა- “გუ­შინ არ დავ­წე­რე გუ­რა­მის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე- მამა აფხა­ზე­თის ომში და­ი­ღუ­პა, აფეთ­ქე­ბულ ვერ­ტმფრენ­ში იჯდა...“

ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია გა­ი­მარ­თა.

პრო­ტეს­ტის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ძეგლ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა აი­ტა­ნა და და­ა­მაგ­რა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის ვი­ნა­ო­ბის თა­ო­ბა­ზე მა­რი­ნა ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"გუ­შინ არ დავ­წე­რე გუ­რა­მის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე. დღეს უკვე ვნა­ხე, რომ სხვებ­მა და­წე­რეს და და­ვა­მა­ტებ: ეს კარ­გი ბიჭი ჩვე­ნი და­თუ­ნა ხუ­ციშ­ვი­ლის ვა­ჟია, გუ­რამ ხუ­ციშ­ვი­ლი.

გახ­სოვთ, 9 აპ­რი­ლის შე­სა­ხებ ფილმში კუ­ბოკ­რულ­პე­რან­გი­ა­ნი ლა­მა­ზი ბიჭი კი­სერ­ზე შე­მოს­მუ­ლი შვი­ლით. აი, ის პა­ტა­რაა ეს გუ­რა­მი ჰოდა, მოდი და სიმ­ბო­ლო­ებს ნუ და­უ­ჯე­რებ: მამა აფხა­ზე­თის ომში და­ი­ღუ­პა, აფეთ­ქე­ბულ ვერ­ტმფრენ­ში იჯდა. ვაჟ­მა მისი "და­ნა­ტო­ვა­რი" სიმ­ბო­ლუ­რი დრო­შა ვახ­ტანგ გორ­გა­სალს და­ა­ჭე­რი­ნა ხელ­ში!...

მი­თხა­რით, რომ ეს სას­წა­უ­ლი არ არის!" - წერს მა­რი­ნე ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.