loader

“ვაქვეყნებ დრონის ვიდეოს, მათივე მიერ გამოქვეყნებულ, ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს და “ტას.ჯი”-ს შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ(!) კვადრატულობას“- რას წერს მამუკა მდინარაძე გუშინდელი აქციის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვაქვეყნებ დრონის ვიდეოს, მათივე მიერ გამოქვეყნებულ, ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს და “ტას.ჯი”-ს შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ(!) კვადრატულობას“- რას წერს მამუკა მდინარაძე გუშინდელი აქციის შესახებ

მამუკა მდინარაძე გუშინდელი აქციის შესახებ ვიდეოს და განცხადებას ავრცელებს:

“გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენს მიერ დასახელებულმა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეც გავაკეთე აქცენტი, უბრალოდ ვამხილე და პასუხი გავეცი მათ მიერ გაყალბებულ რეალობას ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით.

რადგან დიდი აცდენები გვაქვს, მოდი ასე მოვიქცეთ. ვაქვეყნებ დრონის ვიდეოს და მათივე მიერ გამოქვეყნებულ, ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს და “ტას.ჯი”-ს შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ(!) კვადრატულობას.მოკლედ, ექსპერიმენტის ყველა მონაცემი მათკენაა გადახრილი.

ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალო სიმჭიდროვის დასადგენად ვიდეოს და ფოტოს ოდნავ დაზუმებაც კი საკმარისია.ვინც სტატუსს ნახავს, თავადვე შეუძლია იანგარიშოს ხალხის რაოდენობა.

დიდი ინტერესით დაველოდები ოციათასზე მეტი ადამიანის შესახებ თეორიას. ხომ შეიძლება მე ვცდებოდე და სიმჭიდროვე 3-4 ადამიანი იყოს ერთ კვადრატულ მეტრზე ან “ტას.ჯი” ცდებოდეს და 9 კი არა, 25-30 ათასი კვარდატული მეტრი იყოს ეგ ტერიტორია!

p. s. ძალიან ვთხოვ ყველას, არ დაიწყონ, რა დროს ხალხის რაოდენობაა, თავებს ითვლიან და ა. შ. გამჭვირვალობის კანონის რუსულობის ან რაიმე ცუდის შესახებ არგუმენტს თქვენ არ ამბობთ და რაღაცაზე საგნობრივად ხომ შეიძლება ვიკამათოთ? თან მე არ დამიწყია“