loader

“გაიტანეთ კანონი, გაიგონეთ ეს მშვენიერი ხმები- იქ, სადაც მე ვცხოვრობდი და ვქმნიდი, აღარ ცხოვრობს ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა“- რას წერს რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, რეზო გიგინეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გაიტანეთ კანონი, გაიგონეთ ეს მშვენიერი ხმები- იქ, სადაც მე ვცხოვრობდი და ვქმნიდი, აღარ ცხოვრობს ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა“- რას წერს რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, რეზო გიგინეიშვილი

“ბედნიერებაა, რომ ისინი, ვისაც ერთად ინტენსიური მუშაობისას ვუზიარებდი თავისუფლების იდეალებს, ჩემზე უფრო თავისუფალი პიროვნებები გახდნენ. დამღალეს უკვე. მიტინგის შემდეგ ჩემთან წამოსვლა შევთავაზე. მიპასუხეს: აქ ვიქნებით, წყალი გვაქვს, რესპირატორები და აქ ბოლომდე უნდა დავრჩეთო.

ისინი არ თამაშობენ და იმედი მაქვს ხელისუფლება ამას გაიგებს.

მე მიცხოვრია შეზღუდვებში და ვიცი რა არის კომფორტზე უარის თქმა. ხელოვანი მოვალეა ფხიზლად აკვირდებოდეს პროცესებს და სხვების გაჭირვებასა და პროტესტს ახმოვანებდეს. გაიტანეთ კანონი, გაიგონეთ ეს მშვენიერი ხმები.

რომ იცოდეთ მე ბევრი დავკარგე და დავზარალდი, რადგან იქ სადაც მე ვცხოვრობდო და ვქმნიდი, ვშრომობდი და მიყვარდა აღარ ცხოვრობს ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი. ისინი ვინც დიდწილად განსზღვრავდენ ქვეყნის კულტურას იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა. გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის მთავარ საგანძურს, ერთმანეთს!“- წერს რეზო გიგინეიშვილი და აქციაზე გადაღებულ კდრებს ავრცელებს.

რე­ჟი­სო­რი რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლია ისე­თი ფილ­მე­ბით, რო­გო­რი­ცაა "სით­ბო" და "სტუმ­რე­ბი წარ­სუ­ლი­დან"... ხე­ლო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ ის დღემ­დე რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და მისი კა­რი­ე­რაც იქ გან­ვი­თარ­და. გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო რე­ჟი­სორ ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ქა­ლიშ­ვილ ნა­დეჟ­და­ზე, რო­მელ­საც 2017 წელს და­შორ­და. თა­ვად მი­ხალ­კო­ვი მხარს უჭერს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ და­წყე­ბულ ომს უკ­რა­ი­ნა­ში.

წლე­ბის წინ ქარ­თუ­ლი მე­დი­ის მთა­ვარ თე­მად იქცა გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი-მი­ხალ­კო­ვას ქორ­წი­ლი, რო­მე­ლიც წყვილ­მა წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­და და ამ ქორ­წილს მისი იმ­ჟა­მინ­დე­ლი, პუ­ტი­ნის­ტი სი­მამ­რიც ეს­წრე­ბო­და. წყვი­ლი მა­შინ პატ­რი­არ­ქმაც და­ლო­ცა. 60 - კა­ცი­ან ქორ­წილს რუ­სე­თი­დან და­ეს­წრნენ ფი­ო­დორ ბონ­დარ­ჩუ­კი და ვლა­დი­მირ პრეს­ნი­ა­კო­ვი. ქარ­თვე­ლი სტუმ­რე­ბის მხრი­დან კი ნანი ბრეგ­ვა­ძე, ეკა მა­მა­ლა­ძე, დათო საყ­ვა­რე­ლი­ძე, ლაშა ბუ­ღა­ძე, ნინო და­რა­სე­ლი და შო­უ­ბიზ­ნე­სის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ვიდეო: რეზო გიგინეიშვილი