“გაიტანეთ კანონი, გაიგონეთ ეს მშვენიერი ხმები- იქ, სადაც მე ვცხოვრობდი და ვქმნიდი, აღარ ცხოვრობს ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა“- რას წერს რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, რეზო გიგინეიშვილი
“ბედნიერებაა, რომ ისინი, ვისაც ერთად ინტენსიური მუშაობისას ვუზიარებდი თავისუფლების იდეალებს, ჩემზე უფრო თავისუფალი პიროვნებები გახდნენ. დამღალეს უკვე. მიტინგის შემდეგ ჩემთან წამოსვლა შევთავაზე. მიპასუხეს: აქ ვიქნებით, წყალი გვაქვს, რესპირატორები და აქ ბოლომდე უნდა დავრჩეთო.
ისინი არ თამაშობენ და იმედი მაქვს ხელისუფლება ამას გაიგებს.
მე მიცხოვრია შეზღუდვებში და ვიცი რა არის კომფორტზე უარის თქმა. ხელოვანი მოვალეა ფხიზლად აკვირდებოდეს პროცესებს და სხვების გაჭირვებასა და პროტესტს ახმოვანებდეს. გაიტანეთ კანონი, გაიგონეთ ეს მშვენიერი ხმები.
რომ იცოდეთ მე ბევრი დავკარგე და დავზარალდი, რადგან იქ სადაც მე ვცხოვრობდო და ვქმნიდი, ვშრომობდი და მიყვარდა აღარ ცხოვრობს ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი. ისინი ვინც დიდწილად განსზღვრავდენ ქვეყნის კულტურას იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა. გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის მთავარ საგანძურს, ერთმანეთს!“- წერს რეზო გიგინეიშვილი და აქციაზე გადაღებულ კდრებს ავრცელებს.
რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა "სითბო" და "სტუმრები წარსულიდან"... ხელოვანი საქართველოში დაიბადა, მაგრამ ის დღემდე რუსეთში ცხოვრობს და მისი კარიერაც იქ განვითარდა. გიგინეიშვილი დაქორწინებული იყო რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილ ნადეჟდაზე, რომელსაც 2017 წელს დაშორდა. თავად მიხალკოვი მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ ომს უკრაინაში.
წლების წინ ქართული მედიის მთავარ თემად იქცა გიგინეიშვილი-მიხალკოვას ქორწილი, რომელიც წყვილმა წინანდალში გადაიხადა და ამ ქორწილს მისი იმჟამინდელი, პუტინისტი სიმამრიც ესწრებოდა. წყვილი მაშინ პატრიარქმაც დალოცა. 60 - კაციან ქორწილს რუსეთიდან დაესწრნენ ფიოდორ ბონდარჩუკი და ვლადიმირ პრესნიაკოვი. ქართველი სტუმრების მხრიდან კი ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, დათო საყვარელიძე, ლაშა ბუღაძე, ნინო დარასელი და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები.
ვიდეო: რეზო გიგინეიშვილი