loader

"დავადგინე და მოგიყვებით, რეალურად რა მოხდა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი უჩა აბაშიძისა და მისი ცოლის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავადგინე და მოგიყვებით, რეალურად რა მოხდა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი უჩა აბაშიძისა და მისი ცოლის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე?

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში უჩა აბაშიძისა და მისი ცოლის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება.

"შალვა რამიშვილი ისეთ ავტოპორტრეტებს ხატავს თავის კედელზე, მგონი, სამი დღის მერე მოიფიქრეს, უჩას რა დააბრალონ. Update: ბარემ ავტოპორტრეტსაც მივაბამ, ნიჭიერია ეს ოხერი - ვან გოგი იქნებოდა, ევროპაში რომ დაბადებულიყო.

P.S. დავადგინე და მოგიყვებით, რეალურად რა მოხდა:

"ქოცებს" ომით შეშინება უნდოდათ ხალხის. შეუვარდნენ უჩა აბაშიძეს - ადვილად დაიხატებოდა ნარატივი, უკრაინაში მებრძოლ მიშისტებთან ერთად როგორ იწყებს არეულობას. გამოაქვეყნეს "იმედზე" მისი თოფ-იარაღი! მაგრად დაიცინენ, იმიტომ, რომ იარაღი სათამაშო აღმოჩნდა და ხალხი არც ისე დებილი, როგორც მათ ჰგონიათ.

უწევდათ გამოშვება. ქექეს, ქექეს მისი კომპიუტერები და ტელეფონები. მესამე დღეს უპოვეს პირადი ხასიათის ვიდეოები. დაუჭირეს ცოლიც და ახლა უბრალოდ დისკრედიტაციას უკეთებენ, რომ გარყვნილია.

არანაირი მსხვერპლი არ არსებობს (თუ "არსებობს", ხელისუფლებამ დააშანტაჟა). ეს ქეისი რომ რეალობასთან კავშირში იყოს, სათამაშო თოფებს ვერ ნახავდით "იმედზე", დილდოებს ნახავდით.

ლაზარეს მსგავსი ამბავია. რუსული! და რუსულ რეჟიმს რა?" - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, 11 მაისს ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე მარიამ იაშვილი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.