loader

დედაქალაქის სამი ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ "ევროპის მარში" ეწყობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედაქალაქის სამი ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ "ევროპის მარში" ეწყობა

დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ „ევროპის მარში“ ეწყობა.

მოქალაქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით დაიძრნენ მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები.

სამივე მსვლელობა ევროპის მოედანზე უნდა დასრულდეს, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გაგრძელდება.