loader

"შემოგვიერთდით! არა რუსულ კანონს!" - "ექსპო ჯორჯიადან" მსვლელობა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემოგვიერთდით! არა რუსულ კანონს!" - "ექსპო ჯორჯიადან" მსვლელობა დაიწყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან, ისინი იქ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! - კი ევროპას!"

აქციის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მარჯანიშვილის მოედანზე კანონპროექტის სხვა მოწინააღმდეგეებს შეუერთდებიან და ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.

ცნობისთვის, „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები დღეს მარშს 4 ლოკაციიდან გამართავენ და საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.