loader

"უნდა დავაკვირდეთ ერთ დეტალს..." - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი უჩა აბაშიძისა და მისი ცოლის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უნდა დავაკვირდეთ ერთ დეტალს..." - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი უჩა აბაშიძისა და მისი ცოლის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე?

"სათამაშო თოფებმა არ გაჭრა. წავიდნენ სხვა სცენარით. ადამიანი ყოველ დღე დაჭერას ელოდებოდა და პორნო ინდუსტრიის ტექნიკა დაახვედრა პოლიციას?!

ანუ რას ბოდავთ, მართლა ასეთი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ ამომრჩეველზე?! მაგრამ უნდა დავაკვირდეთ ერთ დეტალს. ასობით ცნობილი ადამიანის ინტიმური კადრებიო, ამბობს შსს. მოვემზადოთ მეგობრებო, შინაგან საქმეთ სამინისტრო, საკუთარი სკივრის გახსნას აპირებს" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, დღეს ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.