loader

"ხელი ბიჭო! ნუ ურტყამთ!" - რა მოხდა ლეონიძის ქუჩაზე და ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ვიდეოში ჩანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი ბიჭო! ნუ ურტყამთ!" - რა მოხდა ლეონიძის ქუჩაზე და ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ვიდეოში ჩანს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა, სა­დაც ჩანს, რო­გორ უს­წორ­დე­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქეს. ირ­კვე­ვა, რომ მომ­ხდა­რის შემ­დეგ მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ პო­ლი­ცი­ას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მან­ქა­ნა ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე ჰყავს შე­ჩე­რე­ბუ­ლი.

მა­მა­კა­ცი მან­ქა­ნა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი წე­რენ, რომ ახალ­გაზ­რდამ სპეც­რაზ­მის ავ­ტო­ბუსს, რო­მე­ლიც ე.წ. "პრო­წივ­ზე" მო­დი­ო­და, გზა არ და­უთ­მო, რა­საც ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა. ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც კად­რებ­ზეა ასა­ხუ­ლი, ირაკ­ლი წიგ­ნა­ძეა.

"შენ ვე­რა­ფერს და­გაკ­ლე­ბენ ჩემო ოქ­როს ბიჭო, ამა­თი კი ბოლო დღე­ე­ბია მიყ­ვარ­ხარ" - წერს სოფო ჯა­ფა­რი­ძე ვი­დე­ოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი კი მომ­ხდარს ასე აღ­წერს:

"ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა და თა­ნად­გო­მა ამ ადა­მი­ანს. ეს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და, თა­ვის გზა­ზე მო­მა­ვალ­მა მან­ქა­ნის მძღოლ­მა მან­ქა­ნა არ გა­წია, სპეც­რაზ­მის ავ­ტო­ბუ­სის ე.წ. "პრო­წივ­ზე" გა­სა­ტა­რებ­ლად. ცო­ლის თვალ­წინ მარ­ტო იმი­ტომ ცემა ერ­თმა ავ­ტო­ბუს­მა სპეც­რაზმმა ერთი კაცი , რომ არ ჩაიჯ... ავ­ტო­ბუ­სის და­ნახ­ვა­ზე და სა­კუ­თარ გზა­ზე მო­მა­ვალ­მა ცუ­ცი­კი­ვით არ და­ზად­ნა მან­ქა­ნა მათ გა­სა­ტა­რებ­ლად.

ვინც ამ ყვე­ლაფ­რის შემ­ხედ­ვა­რე ჩუ­მად ხართ და კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში ზი­ხართ იცო­დეთ, რომ ყვე­ლას ასე გა­გის­წორ­დე­ბი­ან. თქვენ თუ არა თქვენს ოჯა­ხის წევ­რს გა­იგ­დე­ბენ წიხლქვეშ უბ­რა­ლოდ იმი­ტომ, რომ თა­ვის სა­ვალ ნა­წილ­ზე მო­ინ­დო­მებს კა­ნო­ნი­ე­რად გავ­ლას" - წერს თა­მუ­ნა გი­ორ­გა­ძე.

ვრცლად წაიკითხეთ ambebi.ge-ზე