loader

"გადაჭრილი ჰქონდა მთლიანად სახე" - რუსთავში, სკვერში ბავშვი ატრაქციონიდან ჩამოვარდა და სახეზე დაზიანებები მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადაჭრილი ჰქონდა მთლიანად სახე" - რუსთავში, სკვერში ბავშვი ატრაქციონიდან ჩამოვარდა და სახეზე დაზიანებები მიიღო

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კლდიაშვილის სკვერში არსებულ ატრაქციონებზე 15 წლის ბიჭი ჩამოვარდა და სახის არეში დაზიანებები მიიღო.

"ძირს ეგდო ბავშვი, მოვასუფთავე ბამბით, გადაჭრილი ჰქონდა მთლიანად სახე", - აცხადებს თვითმხილველი "ინფო რუსთავთან საუბარში და აცხადებს რომ აღნიშნულ ატრაქციონზე მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული ბავშვი თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. "ინფო რუსთავი" პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას არკვევს.

წყარო: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=37067&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR1Xniu6mw2BloYEzfcIeiZtxYuGbqEPfYbGOYuwFMVYgugqKNLANSHR-mk_aem_AXZ_NuK9pM8EB6i5QIzVnES30BEjEHuL7mecg-r8ZPkGe5b7T8u35CofLoOl2kCeuQJZCf4OoVLYP5XxP7vLWgQ9