loader

"სადაც საჭიროა, დიტო სამხარაძე იგინება..." - რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც დიტო სამხარაძის გინება მოასმენინა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სადაც საჭიროა, დიტო სამხარაძე იგინება..." - რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც დიტო სამხარაძის გინება მოასმენინა?

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პრემიერმინისტრს "ამხანაგო კობახიძე"-თი მიმართა, პრემიერმა TV პირველის წამყვანს "ზრდილობისა და კულტურისკენ" მოუწოდა. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მას დეპუტატ დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო.

"ვინ იგინება, მე ვიგინები? არა, ვინ იგინება?... ერთი წამით, თქვენ მიხედეთ თქვენს ზრდილობას და კულტურას, თქვენს ზრდილობას და კულტურას მიხედეთ, რა შუაში იყო აქ, დიტო სამხარაძე იგინება თუ არ იგინება? სადაც საჭიროა, დიტო სამხარაძე იგინება, მაგრამ თქვენ მიხედეთ თქვენს ზრდილობას, კულტურას და ინტელექტს" - მიმართა კობახიძემ მიშველაძეს.