რა თქვა შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ?
დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აქციაზე, სცენაზე მდგომი NGO-ები დემონსტრანტებს მოუწოდებენ მთავრობის ადმინისტრაციის ან პარლამენტის შენობის პიკეტირებისკენ, რაც თავის მხრივ კანონდარღვევაა.