loader

რას წერდა ეკა ამირეჯიბი ტელეკომპანია "იმედის" დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერდა ეკა ამირეჯიბი ტელეკომპანია "იმედის" დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე?

"მე­დი­ა­ჩე­კე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­წამ­ყვან­მა და­ტო­ვა. ესე­ნი არი­ან: ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი და ეკა ამი­რე­ჯი­ბი.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი” გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნებ­მა: ზუ­რაბ ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ, ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვილ­მა და ეკა­ტე­რი­ნე ამი­რე­ჯიბ­მა და­ტო­ვეს", - წერს მე­დი­ა­ჩე­კე­რი. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია სხვა წამ­ყვა­ნე­ბის მიერ ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ტო­ვე­ბა­ზეც, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

ტელეკომპანია "იმედის" დატოვებამდე, ეკა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში წერდა:

"როდესაც ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას ასე ხდება. ყრუ კედელი… რომელიც თითქოს ადამიანების ხმას აღარ ატარებს.“მშვიდობის ქალაქს”, “ევროპულ ქალაქს”, როგორც თვითონ უწოდებთ ხოლმე ხშირად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუბრუნოთ სიმშვიდე, დაუბრუნოთ გაზაფხული, სტუდენტები კი დაუბრუნოთ ლექციებს აუდიტორიებში პირველ რიგში, თქვენ ხართ ვალდებული, ამ ბეწვის ხიდზე, რაც დღეს შეიქმნა, ყველაზე ფრთხილად და უსაფრთხოდ გაატაროთ საკუთარი მოქალაქეები".

ერთადერთი ქვეყანა იწონებს ამ კანონის მიღებას საქართველოში. სხვა - არავინ. თუნდაც მოზამბიკური დავარქვათ." - წერდა ტელეწამყვანი.