loader

რამდენიმე წუთის წინ ნუცა ბუზალაძემ განცხადება გაავრცელა - რას წერს მომღერალი ფინალში გადასვლის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე წუთის წინ ნუცა ბუზალაძემ განცხადება გაავრცელა - რას წერს მომღერალი ფინალში გადასვლის შემდეგ?

გუ­შინ შვე­დეთ­ში "ევ­რო­ვი­ზია 2024"-ის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა, სა­დაც ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ფი­ნალ­ში გა­და­ვი­და. 2016 წლის შემ­დეგ ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ფი­ნალ­შია. 11 მა­ისს, 23:00 სა­ათ­ზე, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე 24-ე ნომ­რად იმ­ღე­რებს.

წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის" ფი­ნალ­ში 26 ქვე­ყა­ნა წარ­დგე­ბა. მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლო.

"მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, განსაკუთრებით, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც ჩემი კარიერის განმავლობაში არცერთხელ არ მივუტოვებივარ და ასე მოხდა გუშინაც! მე თქვენ მაძლიერებთ. თუ გუშინ ერთ ადამიანს მაინც მივანიჭე სიხარული ჩვენი წარმატებით, ეს უკვე ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. წინ ფინალია და მთელი ჩემი ენერგიით, მონდომებით და შემართებით ყველაფერს გავაკეთებ, რომ სცენაზე საქართველოს კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოსვლა ნახოთ." - წერს ნუცა ბუზალაძე.