ნუცა ბუზალაძის ემოციები, როცა საქართველო "ევროვიზიაზე" ფინალისტებს შორის დაასახელეს
ცოტა ხნის წინ ევროვიზიის" ნახევარფინალი გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით სცენაზე ნუცა ბუზალაძე წარსდგა. მან სიმღერა "Firefighter" შეასრულა. საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და "მიყვარხარ საქართველო" - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა.
ნუცას ბედი კონკურსში შესული ხმების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეეძლოთ, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იყო. 7 წლიანი ლოდინის შემდეგ ნუცამ შეძლო ჩვენი ქვეყანა ფინალში გაეყვანა.ფინალში გადავიდნენ: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, საქართველო, სომხეთი
წლევანდელ ევროვიზიაზე ნუცა ბუზალაძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირი გზით, შიდა შესარჩევი კონკურსის გარეშე იანვარში შეარჩია. კონკურსზე გასატანი სიმღერა როგორც ცნობილია, 300-ზე მეტი განაცხადიდან შეირჩა.