ვლოგერ გიორგი ჯობავას დაუმტვრიეს სახლ-მანქანა, რომლითაც მომიტინიგეებს ჩაით და ყავით ამარაგებდა
ვიდეოგრაფ გიორგი ჯობავასა და მისი მეუღლის, სალი წვერავას მანქანა დაარბიეს.
"ჩვენს სახლ-მანქანას თავს დაესხნენ უცნობი პირები, ჩალეწეს შუშები, დაჭრეს საბურავები, წაიღეს მანქანის ნომერი მოკლედ განადგურებულია მანქანა…საქმე გადაცემულია პოლიციაში!მანქანა გადაყვანილია პოლიციის ეზოში.სახლ-მანქანაზე დამონტაჟებულია სათვალთვლო კამერები, რომლებსაც, 90%-ით დაფიქსირებული აქვს მომხდარი ფაქტი, ველოდებით ექსპერტიზას, რომ ამოიღოს მასალები" - წერს სალი წვერავა სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.