loader

რა კადრები ვრცელდება ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც პოლიციამ მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა კადრები ვრცელდება ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც პოლიციამ მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დააკავა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობისას სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლიდან პარლამენტამდე მსვლელობით მიდიოდნენ, პოლიციამ სავალი გზიდან გადასვლა მოსთხოვა, რასაც აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციამ ისინი დააკავა.

აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე გზის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი, პოლიცია კი პერიოდულად აკავებს მომიტინგეებს.

თავდაპირველად, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რომ ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებდა, აქციის მონაწილეებმა ბლოგერის სახლთან გადაინაცვლეს.

ვიდეო: თეონა ცხომელიძე