loader

რა ხდება ამ წუთებში ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში, სადაც პოლიცია შევიდა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში, სადაც პოლიცია შევიდა - კადრები ადგილიდან

მეგობრების ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა.

როგორც სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ, აბაშიძეს ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.

“უჩა აბაშიძის სახლში ახლა არის პოლიცია, არ უშვებენ სადარბაზოში მის ძმებს, გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობა და არ შეგვიშვებენ. სხვისგან გავიგეთ, რომ ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს”, - წერს სოციალურ ქსელში სოფია თოდუა.

ასევე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ იგივე შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს მისი ყოფილი მეუღლე.

„შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან”, - წერს დოდი ხარხელი.

„ინტერპრესნიუსი“ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შსს-ში ცდილობს.