loader

"მგონი, ის დრო მოდის, თოფით უნდა იარო ღამე... გუშინ ჩემი პოსტის დადების შემდეგ, სადღაც 1 საათში, როცა მოვრჩი დაკვრას, გარეთ მოხდა ეს შემთხვევა" - DJ გიორგი შენგელიას თქმით, თავს დაესხნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მგონი, ის დრო მოდის, თოფით უნდა იარო ღამე... გუშინ ჩემი პოსტის დადების შემდეგ, სადღაც 1 საათში, როცა მოვრჩი დაკვრას, გარეთ მოხდა ეს შემთხვევა" - DJ გიორგი შენგელიას თქმით, თავს დაესხნენ

გასულ ღამეს თავს დაესხნენ კიდევ ერთ ადამიანს, დიჯეი გიორგი შენგელიას. ამის შესახებ გიორგი შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი შენგელია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა.

"მგონი, ის დრო მოდის, თოფით უნდა იარო ღამე...

ბევრი მესიჯი მომდის, თუ რა მოხდა.

მარტივად და მოკლედ გეტყვით, რომ გუშინ ჩემი პოსტის დადების შემდეგ, სადღაც 1 საათში, როცა მოვრჩი დაკვრას, გარეთ მოხდა ეს შემთხვევა.

ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით გვიან ღამე.

თუ მაინც დააპირებთ გასვლას, შეეცადეთ მარტო არ იყოთ" - წერს შენგელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ღამით თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს; "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმა ჩიქოვანს; "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს და სახლში მიუცვივდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანს.